ჩინური ქალაქის ქუჩებში ყველაზე მეტი, 2,6 მილიონი ვიდეო კამერაა დამონტაჟებული
მსოფლიო - 15:04, 02 Dec, 2019     1437

ჩინურ ქალაქ, ჩონგჩინგში მსოფლიოში ყველაზე მეტი, 2,6 მილიონი სათვალთვალო ვიდეო კამერაა დამონტაჟებული საჯარო სივრცეში, რომელსაც სამართალდამცავი უწყებები იყენებენ ადამიანთა სახეების სკანირებისთვის და ინახავენ გამოსახულებებს მონაცემთა ბაზაში დანაშაულის პრევენციისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას GUARDIAN-ი ავრცელებს.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ჩონგჩინგის პოლიციის ოფიცერს ზაფხულში მიუვიდა შეტყობინება, რომ ქალაქში არსებული ვიდეო კამერების ერთობლივმა მონაცემთა ბაზამ ამოიცნო 2002 წლის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ეჭვმიტანილი, რომელიც შემდგომში დააპატიმრეს.

ქალაქის სათვალთვალო სისტემა ახდენს იმ ადამიანების სახის სკანირებას, რომლებიც გადაადგილდებიან ქუჩებში. თითოეული ადამიანის სახე ინახება მონაცემთა ბაზაში, შემდეგ კი იქმნება ე.წ ვირტუალური რუკა, სადაც აღნიშნული პიროვნებები გადაადგილდებიან და დაფიქსირებულნი არიან კამერების მიერ.

ერთიანი სათვალთვალო სისტემის დახმარებით, სამართალდამცავებმა შეძლეს 3 დღის შემდეგ 15 მილიონიან ქალაქში დაეკავებინათ მიმალვაში მყოფი ეჭვმიტანილი , რომელმაც საბოლოოდ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 15.35 მილიონიან ქალაქში 2.58 მილიონი კამერაა დამონტაჟებული, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ ყოველ 6 მოქალაქეზე 1 სათვალთვალო კამერა მოდის- ამ მონაცემებით კი ჩონგჩინგი მსოფლიოში ყველაზე მეტი სათვალთვალო კამერით აღჭურვილი ქალაქია.

ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ მთავრობის გადაწყვეტილებას, უთვალთვალონ თითოეული მოქალაქის გადაადგილების მარშრუტს, რითაც მათი აზრით, ირღვევა თითოეული პიროვნების პირადი სივრცე, რადგან ისინი კონტროლდებიან სამართალდამცავთა მიერ და სხვებს გააჩნიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მოძრაობს ესა თუ ის ადამიანი დროის სხვადასხვა მონაკვეთში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42