ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემა, NEW YORK TIMES-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლითაც დადგინდა, რომ რუსულმა ავიაციამ სირიაში დევნილთა ბანაკი გამიზნულად დაბომბა.
გამოცემის მიხედვით, აღნიშნული ინციდენტი მოხდა 16 აგვისტოს და 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ე.წ „ჟურნალისტური გამოძიება“ განხორციელდა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალის შესწავლის, მფრინავთა საუბრების გაშიფვრისა და ფრენის მარშრუტის, განრიგის დადგენის საფუძველზე. თავდასხმა მოხდა ქალაქ ჰაასში, 8 მილის მოშორების უახლოესი ბრძოლის ველიდან.
“ჩვენმა გუნდმა მოიპოვა რუსი და სირიელი მფრინავების ათასობით ჩანაწერი, რომელიც საჰაერო შეტევების განხორციელების ეპიზოდებს ეხებოდა. თვეების მანძილზე ვთარგმნიდით და ვშიფრავდით კოდურ სიტყვებს, სადაც აღმოვაჩინეთ ისეთი რუსული ფრაზები, რომელიც შეტევის დადასტურებას გულისხმობდა- „ დავბომბე“ , „ კანფეტი გაგზავნილია.“ ,- ნათქვამია NEW YORK TIMES-ის ჟურნალისტების მიერ.
გამოცემის ჩატარებული გამოძიების შედეგად- ფრენის მარშრუტისა და რადიოგადამცემებით პილოტების მიერ ხმოვანი შეტყობინების ერთმანეთისთვის გადაცემის საფუძველზე დადგინდა, რომ 16 აგვისტოს დილის 7:12 წუთზე ქალაქ ჰაასის ტერიტორიაზე არსებულ „დევნილთა ბანაკზე“ საჰაერო შეტევა განახორციელეს რუსმა სამხედროებმა.
დაბომბვის შემდეგ ფოტო და ვიდეო მასალა, ჟურნალისტების მიერ გაშიფრული რადიო შეტყობინებების დრო და პილოტთა ჩანაწერი იძლევა უტყუარ სამხილებს, რომლის მიხედვითაც უდანაშაულო მოქალაქეების დაბომბვაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
მსგავსი შემთხვევა სირიაში ადრეც დაფიქსირდა, როდესაც რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო გამიზნულად დაბომბა, რის შესახებ NEWPOST-ი ოქტომბერშიც წერდა.
მასალის გამოყენების პირობები






