თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ემანუელ მაკრონს ურჩევს, სანამ ნატოს გააკრიტიკებს, თავდაპირველად შეამოწმოს მკვდარია, თუ არა მისი ტვინი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს AL JAZEERA.
ერდოღანმა ზემოხსენებული განცხადება გააკეთა მარმარას უნივერსიტეტში გამოსვლისას.
„საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება არის მაგალითი საკითხის შეუსაბამო და ზედაპირული გაგებისა. ის ამბობს, რომ ნატო განიცდის ტვინის სიკვდილს. მე მოგმართავთ თქვენ თურქეთიდან და ასევე ვეუბნები ნატოს, რომ მან პირველად შეამოწმოს თავისი ტვინის მდგომარეობა“ ,- განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პოლიტიკური ლიდერის განცხადებით, მაკრონმა არ იცის თუ რას ნიშნავს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ამიტომაცაა რომ „ყვითელმა ჟილეტიანებმა“ დაიპყრეს საფრანგეთი.
„ არ ვიცი რას ნიშნავს ნატოსთვის საფრანგეთი, მაგრამ თურქეთი ნატოს ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია. მაკრონი ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორია, რომელთაც ელისეიში სტუმრობს ხოლმე“ ,- აღნიშნა ერდოღანმა, რა დროსაც დაგმო საფრანგეთისა და ქურთი მებრძოლების ურთიერთთანამშრომლობის ფაქტი.
მასალის გამოყენების პირობები






