ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ ყოველგვარი ხელჩასაჭიდი მტკიცებულებების გარეშე, ჰოლივუდის მსახიობი და ენვაირომენტალისტი ლეონარდო დიკაპრიო დაადანაშაულა იმ ადამიანების დაფინანსებაში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში. ამის შესახებ ინფორმაციას AL JAZEERA ავრცელებს.
„ლეონარდო დიკაპრიო მაგარი ბიჭია არა? მისი გადარიცხული ფულით ამაზონის ტყეებში ხანძრებს აჩენენ“ ,- განაცხადა ბოლსონარუმ
დიკაპრიოს გარემოს დაცვის ორგანიზაციამ „ დედამიწის ალიანსმა“ 5 მილიონი $ გადარიცხა ამაზონის დამწვარი ტყის მასივების აღდგენისთვის.
ბრაზილიის ჩრდილოეთში, პარას შტატში 25 ნოემბერს დააკავეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებსაც შტატის ერთ-ერთი დაცული ტერიტორიის, ალტერ-დუ-შაუს ნაკრძალში ხანძრის განზრახ გაჩენაში ადანაშაულებენ.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გარემოსდამცველი ორგანიზაციები. მათი განცხადებით, ბრაზილიის მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების პოლიტიკითაა დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები






