სურინამის პრეზიდენტს, დესი ბაუტერსს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 1982 წელს 15 პოლიტიკური ოპონენტის მკვლელობის საქმეზე. 74 წლის ქვეყნის მეთაური ამჟამად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთში და ორ კვირიანი ვადა ექნება ბრალდება გაასაჩივროს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ბრძანება გასცა 1980-იან წლებში ათზე მეტი პოლიტიკური პატიმრის მკვლელობაზე.
როგორც მედია და სასამართლო იუწყება, მოკლულთა შორის არიან სურინამის პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ კრიტიკულად განწყობილი ადვოკატები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ჟურნალისტები, რომლებიც გაიტაცეს ბაუტერსის ბრძანებით და სიკვდილით დასაჯეს.
ბაუტერსი 1980-იან წლებში სურინამის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი და ქვეყნის დე ფაქტო მმართველი იყო. იგი 2010 წელს პრეზიდენტად აირჩიეს, 2015 წელს კი მეორე ვადით მოხდა მისი არჩევა.
გაცხადებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ერთ-ერთმა გატაცებულმა პოლიტიკურმა ფიგურამ, რომელიც 1982 წელს სიკვდილს გადაურჩა.
მასალის გამოყენების პირობები






