დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკელ სამხედროებს მოულოდნელად ესტუმრა მადლიერების დღის ფარგლებში. იგი აგრეთვე შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტსაც, რომლის შესახებაც განაცხადა, რომ მან დაიწყო მოლაპარაკებები თალიბანთან ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ტრამპმა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ისადილა და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ღვაწლისათვის აშშ-ს წინაშე. მისი თქმით, აშშ-ს სურს რომ შეამციროს ჯარისკაცების რაოდენობა ავღანეთში, რომლის საწინდარი იქნება „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „ გაფორმება თალიბანთან, რაზეც მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.
„ჩვენ ვნახავთ, თუ შეუძლია თალიბანს ამ მოლაპარაკებაზე წამოვიდეს, რადგან ვიცით, რომ მათ სურთ მშვიდობა და ვნახავთ ისინი წამოვლენ თუ არა ამ დათმობაზე“.
ავღანეთში 2001 წლიდან დღემდე მიმდინარეობს კონფლიქტი, რის შედეგადაც 2 218 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 20 000 მათგანი.
მასალის გამოყენების პირობები






