ბელა და ჯიჯი ჰადიდების მამა, მუჰამედ ჰადიდი შესაძლოა მძიმე ფინანსური კრიზისის ქვეშ აღოჩნდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰადიდის კომპანია BEL AIR-ის მიერ თითქმის უკვე აშენებული 100 მილიონიანი საცხოვრებელი შესაძლოა სასამართლოს განკარგულებით დაანგრიონ.
მომჩივანი მხარის მიერ გაკეთებული განცხადებით, უძრავი ქონების მასშტაბურობა იმდენად დიდია, რომ მეზობლების სახლებსა და მათ სიცოცხლეს შესაძლოა, საფრთხე შეექმნას- შენობა არც ისე მყარ საძირკვლებზე დგას და მიწისძვრის შემთხვევაში შესაძლოა მაღლობის დაქანებიდან მოწყდეს საცხოვრებელი და მის მიდებარედ მყოფი სახლები მოიყოლოს,- აცხადებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
სასამართლომ მეზობლების მიერ გამოთქმული შიშები ლოგიკურად აღიქვა და მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომლის თანახმადაც ნაგებობის დანგრევაზე გაიცა განკარგულება.
მასალის გამოყენების პირობები






