კუმისში ხანძრის დროს დაღუპული ბიჭის ოჯახი მკვლელობაზე საუბრობს: "ინტერნეტით გავიგეთ... ბოლოს მეგობართან სტუმრად იყო"
საზოგადოება - 17:45, 28 Nov, 2019     1457

ქობულეთში მცხოვრები რომან ცეცხლაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვება, რომ მათი დისშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია შემთხვევით, ინტერნეტიდან გაიგეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ ფაქტის შესახებ მათთვის არ უცნობებია.

ოჯახი საგამოძიებო უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კითხვის ნიშნები გაუჩნდათ.

"ჩემი დისშვილი წელიწადზე მეტია რუსთავის მეტალორგიულ ქარხანაში მუშაობს, იქეთ არის. 22 ნოემბერს ინტერნეტში სურათი იპოვა ჩემმა შვილმა, სადაც ეწერა, რომ ტრაგიკულად დაიღუპა კუმისში. მალევე ეს ფოტო გაქრა ინტერნეტიდან, ჩვენ დავიწყეთ ძიება. დავრეკეთ 112-შიც და არაფერი იცოდნენ, შემდეგ ჩავედით ადგილზე, ვიცით რომ სტუმრად იყო მეგობართან, მეტი არაფერი ვიცით, არც მასპინძელი შეგვხმიანებია ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ," - გვიყვება რომან ცეცხლაძე.

მისი ინფორმაციით, ხის სახლი, სადაც გვამი იპოვეს, სრულად დამწვარია, გარდაცვლილთან ერთად დაიწვა მასპინძლის ორი ძაღლი.

"ძალიან საეჭვოა, ძაღლები იყო სახლში, ყეფას ხო ატეხდნენ, რით ვერ გააღვიძებდა გარდაცვლილს. ან ბულტერიერები იყვენენ და კედელი როგორ ვერ გაანგრიეს. ან ამდენი ხანი, როგორ არ მოგვაწოდეს ოჯახს ინფორმაცია პოლიციიდან, ძალიან დიდი უყურადღებობა და უპასუხისმგებლობაა, ჩემი ოჯახის წევრის გარდაცვალებას ვიგებ ინტერნეტით, თანაც სამი დღის შემდეგ, ჯერ ფოტო იყო, შემდეგ გამომძიებლის ნომრები გადმოგვიგზავნეს და ჩვენ დავუკავშირდით. გვითხრეს, ჩამოდით გარდაბანში და იქ შეგატყობინებთ ამბავსო".

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცხედარი ქობულეთში გუშინ, 26 ნოემბერს, ღამით გადმოასვენეს. ამბობენ, რომ გამომძიებლის მიერ მიწოდებული ვერსია, რომ კვამლით გაიგუდა და ხანძრის შედეგად გარდაიცვალა, მათთვის არ არის სანდო და მკვლელობის ვერსიასაც განიხილავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ წინასწარი ვერსიით, აღნიშნული პირი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. მათივე განმარტებით, საქმეზე გამოძიება 188 მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42