AMNESTY INTERNATIONAL: "პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციების დარბევისას ძალის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი"
მსოფლიო - 19:46, 27 Nov, 2019     1428

Amnesty international- ი საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხმაურება, რომელიც რამდენჯერმე ძალის გამოყენებით იქნა დაშლილი ხელისუფლების მიერ. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს. „ძალა უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ ,როდესაც არაძალადობრივი საშუალებები ეფექტური აღარ იქნება. სამართალდამცავებმა უნდა იზრუნონ, რომ დაზიანებისა და დაშავების შემთხვევები მაქსიმალურად ცოტა იყოს“ ,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

„ ათეულობით მომიტინგე იქნა დაკავებული 18 და 26 ნოემბერს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე- ორივე შემთხვევაში სპეციალური ოპერაციის ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი დაბალი ტემპერატურის დროს მას შემდეგ , რაც დემონსტრანტებმა დაბლოკეს პარლამენტის შესასვლელები“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ნოემბერს დილის 5 საათზე -1 გრადუსის ყინვის ფონზე მომიტინგეთა წყლის ჭავლით დარბევის შედეგად მძიმედ დაზიანდა 4 დემონსტრანტი, ხოლო 28 მათგანი დააკავეს ადმინისტრაციული სამართლის დარღვევით პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის გამო. ანალოგიურ ვითარებაში დააკავეს აგრეთვე 40-მდე მომიტინგე 18 ნოემბერს.

Amnesty international- ის განცხადებით, ორივე ზემოხსენებული აქციის დარბევა არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი. ორგანიზაციის თქმით, როდესაც ესეთ დროს ძალას იყენებს საქართველოს ხელისუფლება აქციის დასარბევად, უნდა გაითვალისწინონ კონტექსტური ფაქტორები, როგორიცაა ცივი ამინდი, რომლის ფონზეც წყლის ჭავლს განსაკუთრებით მძიმე ეფექტი აქ დარბეულ მოქალაქეებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42