როგორც ადგილობრივების ნაწილი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ხეობაში მომხდარი მკვლელობა ჰესების მშენებლობასთან პირდაპირ კავშირშია.
მათი თქმით, დაპირისპირება რამდენი თვის წინ დაიწყო, რომელშიც ორი გვარი მუთოშვილები და ქავთარაშვილები მონაწილეობდნენ.
ცნობილია მოკლულის ვინაობაც ის მალხაზ მუთოშვილა.
გარდაცვლილის ახლობლი მკვლელობაში ხელს ქავთარაშვილებს ადებენ და აცხადებენ, რომ ქავთარაშვილები ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობენ და მათივე დავალებით ჩართული იყვნენ ჰესების მშენებლობის პროცესში.
ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, სწორედ ქავთარაშვილები აწარმოებდნენ ხელისუფლების სახელით მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს და მათ დაყოლიებას ცდილობდნენ.
"დაღუპულია ბიძაჩემი, ეს ამბავი დაიწყო ჰესის გამო ყველა ხედავდა ერთი წლის განმავლობაში რა პროცესი მიმდინარეობდა ხეობაში, რა თქმა უნდა, ოყო ადგილობრივი ჯგუფი, რომელიც ლობირებდა ამ ამბავს, იყო გარიგებული მთავრობასთან, სუსთან და მიზანმიმართულად ეწეოდნენ კამპანიას ჰესის მშენებლობაზე და მოკლეს ადამიანი, რომელიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. არ ვიცი, თუნდაც ერთი მსხვერპლი რის ფასად უნდა ყოფილიყო, ხელისუფლებას უნდა აეხსნა ამ ხალხისთვის რაც იყო, მიუშვა თავის ნებაზე და დადგა ყველაზე მძიმე შედეგი, რასაც ახლა ვხედავთ, არ ვიცით ამის მერე რა იქნება" - განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხომობს.
პანკისში ვრცელდება მკვლელობის მეორე ვერსიაც. როგორც პანკისის უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა "ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადა, ორ დაჯგუფებას შორის შეტაკება მოხდა, რომელიც წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდა, მისივე მტკიცებით, ჰესების კონფლიქტს მომხდართან კავშირი არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






