ნიუ-იორკში 82 წლის ბოდიბილდერი ქალის სახლში მამაკაცი შეიჭრა, თუმცა აღნიშნული ძარცვის მცდელობა ცუდად დასრულდა.
ვილი მერფის განცხადებით, ის ემზადებოდა დასაწოლად, რა დროსაც უცხო ადამიანმა დააკაკუნა კარებზე- იგი სასწრაფოს გამოძახებას მოითხოვდა, რაზეც ვილიმ უპასუხა, რომ მან უკვე პოლიციას გამოუძახა და არ მისცემდა უფლებას მამაკაცს სახლში შემოსულიყო.
მერფის თქმით, მისმა პასუხმა უცნობი გააღიზიანა და კარები შემოანგრია. მას შემდეგ, რაც მამაკაცი შემოიჭრა სახლში, ყოფილმა ბოდიბილდერმა დიასახლისის ნივთები აიღო და თავდაცვისთვის მოემზადა.
„ავიღე მაგიდა და ვისროლე მისი მიმართულებით, შემდეგ მაგიდას სადგამები გამოვაცალე და მეტალის ჯოხებით თავს დავესხი მძარცველს“ ,- განუცხადა CNN-ის ჟურნალისტს მერფიმ.
ოჯახის უფროსმა თავდამსხმელის წინააღმდეგ გამოიყენა აგრეთბე შამპუნი, რომელიც სახეში შეასხა, შემდეგ კი ცოცხის ტარით გაუსწორდა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ სამართალდამცავები მოვიდნენ ადგილზე- დაბეჟილობებისა და არაერთ ტრავმის შედეგად დაზიანებული მამაკაცი პოლიციამ სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში გადაიყვანა.
„მე ვფიქრობ, რომ ის ბედნიერია, რადგან ის ითხოვდა და წავიდა კიდეც სასწრაფო დახმარების მანქანით“ ,- განაცხადა ვილი მერფიმ
მასალის გამოყენების პირობები






