აშშ-ში, 3 ბალტიმორელი მამაკაცი , რომლებმაც ციხეში 36 წელი გაატარეს, უდანაშაულოდ სცნეს და გაანთავსუფლეს. CNN-ის ცნობით, ალფრედ ჩესტანტს, რენსომ ვოთკინს და ენდრიუ სტიუარტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 1983 წელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ საერთოდ არც კი ჩაუდენიათ. თითოეულ მათგან , რომლებიც არასრულწლოვნები იყვნენ , 14 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში სდებდნენ ბრალს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ თვითმხილველებს ძალდატანებით დააწერინა ჩვენება, რომლის მიხედვითაც ბრალი წაუყენეს 3 უდანაშაულო თინეჯერს.
სტიუარტის თქმის, იგი შეუჩერებლად ქვითინებდა თავის საკანში მას შემდეგ, რაც გაიგო , რომ იგი გაათავისუფლეს და უდანაშაულოდ სცნეს - „ჩემი მოგზაურობა დაიწყო- მე უნდა ვისწავლო თუ როგორ უნდა ვიცხოვრო“ .
„დღევანდელი ფაქტი უდანაშაულოების საპატიმროებიდან გათავისუფლების შესახებ არ ნიშნავს გამარჯვებას. 3 მამაკაცს თავიანთი ცხოვრების 36 წელი მოპარეს, როდესაც ისინი 16 წლისანი იყვნენ და გამოკეტეს ციხეში. არ არსებობს რაიმე მეთოდი, რომლითაც ავანაზღაურებთ ამ მიყენებულ ზარალს. დროა, ყველამ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უდანაშაულო მამაკაცების საპატიმროებში გამომწყვდებაში“ ,- განაცხადა ბალტიმორის სახელმწიფო პროკურორმა, მერილინ მოსბიმ. მისი განცხადებით, ის იბრძოლებს იმისთვის, რათა თითოეულმა მათგანმა სახელმწიფოს შეცდომის გამო მიიღოს კომპენსაცია.
გასულ თვეს, მერილენდში 5 მამაკაცს 9 მილიონი $-ის კომპენსაცია მიენიჭა სასამართლოს მიერ შეცდომის გამო, რა დროსაც მათ საერთო ჯამში 120 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები






