ბრიტანეთში მშენებელმა მამაკაცმა ეროვნულ ლატარიაში 105 მილიონი ფუნტი მოიგო. სტივ ტომსონის განცხადებით, მან ლატარიის ბილეთი შეამოწმა მაშინ, როდესაც მისი კოლეგა სამსახურში იგვიანებდა, რა დროსაც აღმოაჩინა რომ ბილეთზე მის მიერ შევსებული ციფრები იღბლიანი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს GUARDIAN-ი.
სტივის თქმით, მას დაეუფლა ისეთი შეგრძნება, თითქოს ჰქონდა გულის შეტევა, როდესაც გაანალიზა, რომ 105 მილიონი ფუნტი სტერლინგის მფლობელი იყო.
ტომსონისა და მისი მეუღლის, ლენკას განცხადებით, მათი პრიორიტეტის იქნება, იყიდონ ახალი სახლი, რომელსაც ექნება რამდენიმე საძინებელი მათი ქალიშვილისა და ორი ვაჟისთვის.
„ეს საკმაოდ დიდი ფულია, მე ვაპირებ რომ ვიყო გულუხვი, ვცხოვრობ პატარა სოფელში, რომელსაც მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა არ დავტოვებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ სოფლისთვის“ ,- განაცხადა გამარჯვებულმა ბრიტანელმა მამაკაცმა.
მასალის გამოყენების პირობები






