WASHINGTON POST-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც გაცხადებულია, რომ საქართველოში დემოკრატია კრიზისშია.
გამოცემის თქმით, მმართველი პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს იმ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგებას, რომელსაც საქართველოს 20 % ოკუპირებული აქ. „მან სახელმწიფოს მართვის არაერთი ტაქტიკა გადმოიტანა კრემლიდან- კრიტიკულ მედიაზე კონტროლის დამყარება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ბიზნესის შევიწროება. იგი აგრეთვე მხარს უჭერს პრო-რუსულ პარტიებს. სექტემბერში მან დანიშნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო 2013 წლამდე. იგი ნელ და მწყობრ პროცესს მიყვება სახელმწიფოს მიტაცებისა, რამაც დასავლეთის ყურადღება მიიპყრო“ ,- ნათქვამია სტატიაში.
WASHINGTON POST-ის გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ზაფხულში საქართველოში რუსეთთან ახლო კავშირებისა და რუსეთის დუმის დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების გამო გაიმართა რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ახალგაზრდების მასშტაბური აქცია, რომელიც ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზის მასობრივი გამოყენებით დაშალა, რა დროსაც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ხოლო 200 კი მძიმედ დაშავდა. სტატიის ავტორი ქრონოლოგიურად იხსენებს ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მოვლენების ციკლს და აცხადებს, რომ აქციის დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე პირობა დადო და საზოგადოებას დაპირდა, რომ საარჩევნო ცვლილება მოხდებოდა ქვეყანაში, რომლის შემდეგაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო პროპორციული წესით, თუმცა ზემოხსენებული დაპირება 14 ნოემბერს „ქართულმა ოცნება“ უკან წაიღო, რამაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ისევ გავსო მომიტინგეებით.
„ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა განსაკუთრებით უჭერს მხარს დასავლურ ორიენტაციას და რუსეთს აღიქვამს, როგორც უმთავრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ საფრთხედ, ივანიშვილი მოსკოვისთვის ჩანს კომფორტულ კანდიდატად, რომელიც გარკვეულწილად აბალანსებს მოსკოვისა და ვაშინგტონის ინტერესებს ქვეყანაში. ამჯერად დაბალანსების პოლიტკა სრულდება. დასავლელი პარტნიორები მოითხოვენ ივანიშვილისგან საარჩევნო ცვლილებას, რომელიც მას გამარჯვებას უზღუდავს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე 2020 წლის ოქტომბერში. მოსკოვისთვის ივანიშვილის დარჩენა ხელისუფლებაში არის საუკეთესო ვარიანტი.“ ,- აღნიშნავს WASHINGTON POST-ი.
მასალის გამოყენების პირობები






