რუსეთში ძროხებს ადგილობრივმა ფერმერებმა ვირტუალური რეალობის მოწყობილობები დაამაგრეს თავზე, რომლითაც შინაური ცხოველები ბალახს უფრო მწვანედ აღიქვამენ. THE MOSCOW TIMES-ის გამოცემის ინფორმაციით, ფერმერები ამ ფაქტით მეწველობის გაზრდას პროგნოზირებენ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებული მოვლენით შემცირდა ძროხების მღელვარება და ნახირს განწყობა უფრო გაუუმჯობესდა .
ექსპერიმენტის მეორე ფაზა წარმოადგენს ვირტუალური რეალობის მოწყობილობების ტარების შემდეგ დაკვირვება მოხდეს იმაზე, თუ რამდენად პროდუქტიული იქნებიან ცხოველები ზემოხსენებული ფაქტის შემდეგ რძის წარმოებაში.
ინტერფაქსის ინფორმაციით, ექსპერიმენტი ჩატარდა კრასნოგორსკში. მოსკოვის სოფლის მეურნეობის უწყებათა განცხადებით, ჰოლანდიელმა და შოტლანდიელმა მეცნიერებმა ურჩიეს, რომ რძის წარმოების გასაზრდელად ძროხებს შეუქმნან მშვიდი ატმოსფერო. შინაურ ცხოველებს ადგილობრივი მწარმოებლები კლასიკურ მუსიკასაც ასმენინებენ, რომლის „დამამშვიდებელი ეფექტი დადებითად მოქმედებს რძის გამოყოფაზე".
მასალის გამოყენების პირობები






