თსუ-ში წიგნის - „სანივთო სამართლისა“ და ჟურნალ „კერძო სამართლის მიმოხილვის“ პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 14:54, 26 Nov, 2019     1173

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სახელმძღვანელო წიგნის „სანივთო სამართალი“ და ჟურნალის „კერძო სამართლის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„სანივთო სამართლის“ ავტორია თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია. მისი თქმით, „თსუ თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მეთვალყურების ქვეშ გამოიცა სტუდენტური ჟურნალი „კერძო სამართლის მიმოხილვა“, რომელსაც ინსტიტუტი უწევს კოორდინირებას და წიგნი - „სანივთო სამართალი“. ეს არის სამოქალაქო კოდექსის მეორე ნაწილი. წიგნი დაიწერა სტუდენტებისათვის. მასში შესულია ბევრი მაგალითი გერმანული პრაქტიკიდან. მნიშვნელოვანია, რომ უხვადაა გამოყენებული სასამართლო პრაქტიკაც.“

„თამარ ზარანდიას წიგნი „სანივთო სამართალში“ არის უაღრესად მაღალი დონისა და მაღალი აკადემიური ენით დაწერილი სახელმძღვანელო. ის მოიცავს თითქმის ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც დღეს სჭირდებათ ჩვენს სტუდენტებს. ამავე დროს, საზოგადოებას წარმოვუდგინეთ თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მეორე გამოცემა. ამ ნომერში ოცამდე ავტორის სტატიაა თავმოყრილი, რომელიც ეხება ძალიან აქტუალურ თემებს. მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებას, მის გავლენას ქართულ სამართალზე,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ.

ღონისძიებას თსუ პროფესორები, სტუდენტები მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42