რუსეთის სპორტულ დელეგაციებს ემუქრება 4 წლიანი აკრძალვა ყველა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაზე, რისი მიზეზიც გახდა ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ ჩატარებულ შემოწმებები, რომლის დროსაც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მანიპულაციები გამოვლინდა. ინფორმაციას WASHINGTON POST-ი ავრცელებს.
თუ WADA-ს რეკომენდაციები 9 დეკემბერს აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე იქნა დადასტურებული, რუს სპორტსმენებს ემუქრებათ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე რუსული დროშის სახელით გამოსვლაზე აკრძალვა. თუ აღნიშნული ბრალდებები დამტკიცდება აღსანიშნავია, რომ რუსეთი ვერ უმასპინძლებს უახლოესი 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირებს, შეჯიბრებებზე დაიშვებიან მხოლოდ ის სპორტსმენები, რომელთაც სუფთა ანალიზები ექნებათ, თუმცა მათ ნეიტრალური დროშის ქვეშ მოუწევთ გამოსვლა.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში რუსულ გუნდებს ემუქრებათ არა მარტო ოლიმპიადებიდან, არამედ საერთაშორისო ფეხბურთის ჩემპიონატებიდან დისკვალიფიკაციაც- რუსეთი შესაძლოა არ დაიშვას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, რომელიც ყატარში გაიმართება. გარდა ამისა, რუსეთი ვერ უმასპინძლებს ევროპის 2020 ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თამაშებს, 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს.
მასალის გამოყენების პირობები






