პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დარბევას მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან
მსოფლიო - 11:52, 26 Nov, 2019     1568

თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ 26 ნოემბრის დილით განხორციელებულ მშვიდობიანი აქციის დარბევას ეხმაურება BBC, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციამ სპეცრაზმი და წყლის ჭავლი გამოიყენა მომიტინგეთა წინააღმდეგ.

„ათასობით ადამიანი შეიკრიბა ორშაბათს ღამით, რათა გაეპროტესტებინა მმართველი პარტიის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ჩაგდება პარლამენტში. პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დროს რამდენიმე აქტივისტი და პოლიტიკური პარტიის ლიდერი იქნა დაკავებული“ ,- ნათქვამია ბრიტანული მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

აქციები უკვე მიმდინარეობს ორი კვირაა და აქტივისტები ითხოვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

„მომიტინგეებმა დაბრკოლება შექმნეს და გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, რათა არ მიეცათ სამშაბათის სესიაზე მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება. სამართალდამცავმა უწყებებმა არ მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გამოხატვის საშუალება, რა დროსაც ძალის გამოყენებით დაარბიეს მოქალაქეები“ ,- ნათქვამია BBC-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აგრეთვე ეხმაურება ამერიკული გავლენიანი გამოცემა WASHINGTON POST-- „ ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ საქართველოში, რომლებიც მოითხოვენ ხელისუფლებისგან მათთვის გაცემული დაპირების შესრულებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. აქციის მონაწილეებმა დაბლოკეს პარლამენტის შესასვლელები, რათა პოლიტიკოსებმა ვერ შეძლონ სამშაბათის სესიაზე დასწრება, თუმცა მათ წინააღმდეგ პოლიციამ ძალის გამოიყენა და მშვიდობიანი აქცია დაარბია“.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს აგრეთვე ეხმაურება გერმანული გამოცემა DEUTCHE WELLE: “ მომიტინგეები აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშებს და ერთიანი შეძახილებით მიმართავდნენ მთავრობას: „შეცვალეთ და გადადექით დაკავებული თანამდებობებიდან“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42