მამაკაცი, რომელსაც 24 წელი აქ მისჯილი ნიგერიის ციხეში, ინტერნეტის გამოყენებით საერთაშორისო თაღლითური სქემა ააწყო, რის შემდეგაც 1 მილიონი $ მოიპარა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ოლუშეგენ აროუკი 4 წლის წინ გაასამართლეს ინტერნეტ თაღლითობის ბრალდებით, რის შემდეგაც ლაგოსში განსაკუთრებული უსაფრთხოების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ციხეში.
პატიმრობაშ ყოფნის დროს, იგი თანამზრახველებთან ერთად ინტერნეტ თაღლითობის ერთობლივ სქემაში მონაწილეობდა, რა დროსაც მათი მსხვერპლი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ამ პერიოდში იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, რისი მიზეზიც მისი გამოუმჟღავნებელი ავადმყოფობა გახდა და ნაცვლად ციხეში დაბრუნებისა, იგი აღმოჩნდა სასტუმროში, სადაც იგი პერმანენტულად ხვდებოდა თავის ცოლსა და შვილებს. იგი პარალელურად სოციალურ ქსელსაც იყენებდა,- ნათქვამია ნიგერიის ეკონომიკისა და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის უწყების განცხადებაში.
სამართალდამცავთა თქმით, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს აგრეთვე იმ პირებზეც, რომლებიც მონაწილეობდნენ პატიმრის გადაყვანაში სასტუმროებში, რა დროსაც იგი სოციალურ ქსელს იყენებდა აქტიურად. გავრცელებული ინფორმაციით, აროუკმა მოისყიდა ციხის თანამშრომლები, რის შემდეგადაც იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა .
მამაკაცი იყენებდა ყალბ სახელსა და გვარებს, რა დროსაც მან თაღლითური სქემითა და მანიპულაციებით მოიპარა სხვადასხვა ადამიანების საბანკო ანგარიშებიდან მილიონ დოლარამდე თანხა, რის შემდეგაც მან იყიდა მდიდრული მანქანები და სახლები თავისი ცოლის სახელით.

მასალის გამოყენების პირობები






