მიშა ახლა ძირითად დროს ოჯახს უთმობს. რამდენიმეწლიანი დუმილი მან „რეიტინგთან“ დაარღვია.
- მიშა, რატო აღარ ჩანხართ საჯაროდ, აღარ ხართ „ქართულ ოცნებაში“?
- წლების წინ გავაუქმე ფეისბუქი და ამიტომ აღარ ვარ აქტიური. რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას, თითქმის ორი წელია „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის პოსტს აღარ ვიკავებ კრწანისის რაიონში. ახლა ამ პოსტზე ჩემი ნათელ-მირონი ბექა ოდიშარიაა, რომელიც ამავე რაიონის დეპუტატია. მუდმივი ცხოვრებაში არაფერი არ არის და არც დაკავებული თანამდებობა. „ქართული ოცნების“ პარტიის აქტიური წევრი აღარ ვარ, თუმცა ამ გუნდთან ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმე, მათთან ერთად ბევრი ვიბრძოლე და ვრჩები მისი გულშემატკივარი. მე მართლა „ნამდვილი“ ვარ და 2012 წლიდან ამ გუნდის გვერდით ვიდექი, მინდა ამ გუნდმა ბევრი კარგი საქმე გააკეთოს ჩემი ქვეყნისთვის, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- თქვენი ნებით დატოვეთ დაკავებული თანამდებობა?
- პარტიის თავმჯდომარეს ყოველწლიურად ირჩევენ. ეს არის ჯანსაღი პროცესი. როცა ძველი თავმჯდომარეები გამგებლები გახდნენ, იქ დასათმობი არაფერი იყო.
- ნაწყენი ხართ „ქართულ ოცნებაზე“?
- პარტიის თავმჯომარე კი არა ბოლო დროს თითქმის ყოველდღიურად ცვლიან პრემიერ მინისტრებს. წყენას რაც შეეხება, ბევრი ჩემი თანამებრძოლი, რომელმაც თავი გადადო და ყველაფერი გააკეთა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ამ პარტიამ გარიყა. ისინი არ არიან დაფასებული. სულ უფრო მეტად უჭირს არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“, როცა გვერდით აღარ გყავს ის ადამიანები ვისთან ერთადაც შავ პურს ჭამდი ცუდია. ალბათ დაუფასებენ ამ ადამიანებს რაც უბრძოლიათ და დაიყენებენ გვერდით.
„ქართულ ოცნებაში“ თავიდან პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და ა.შ. გადახალისება მოხდა, ზოგს ეწყინა და წავიდა, ზოგი ძალით ჩააჩოჩეს.
- შენ ძალით ჩაგაჩოჩეს?
- ვერ ვიტყვი ვინმემ ძალით ჩამაჩოჩა, ბევრი მაღალი თანამდებობის პირთან თუნდაც ირაკლი კობახიძესთან და კახა კალაძესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. საკრებულოს პროპორციულ სიაშიც ვიყავი. 2012 წლიდან ვარ ამ პარტიის დამფუძნებელი და გულშემატკივრად ვრჩები. ბევრი რაღაც ისე არ კეთდება როგორც გვინდოდა, მაგრამ იმედია გამოსწორდება. თეთრზე თეთრი უნდა ითქვას, შავზე შავი. ასე ეშველება ქვეყანას.
სრულად იხილეთ აქ:
მასალის გამოყენების პირობები






