აშშ-ის ოფიცერი: „NATO რუსეთს 10-20 დღეში ისე გაანადგურებს, კაპიტულაციაზე ხელისმომწერი არ დარჩება“
მსოფლიო - 16:54, 25 Nov, 2019     1485
„იმ შემთხვევაში, თუ თავკერძა პუტინი კრემლიდან გაბედავს NАТО-სთან პირდაპირ კონფრონტაციას, ალიანსისა და რუსეთის ფედერაციის დაპირისპირება გასტანს არა უმეტეს 10-20 დღისა, შემდეგ კი რუსეთის მხრიდან კაპიტულაციაზე ხელის მომწერი აღარავინ დარჩება“.

განაცხადა პენტაგონის ოფიცერმა, საბჭოთა ემიგრანტების შთამომავალმა - დევიდ ჯიუბერგმა (David Jewberg). მან შესაბამისი ინფოგრაფიკაც გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია ძალთა თანაფარდობა რუსეთის ფედერაციასა და NАТО-ს შორის.

„მრავალჯერ მთხოვეს გამეკეთებინა პროგნოზი რუსეთსა და NАТО შორის პოტენციალური ომის შესახებ. ვისაუბრებ მხოლოდ იმაზე, რაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ წყაროებშია მოცემული.

პენტაგონში, სადაც დღესაც ვმუშაობ, წინასწარაა შემუშავებული მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან შესაძლო ომის სცენარები. არასტაბილურ და აგრესიულ რეჟიმებთან დაკავშირებით საკმაოდ დეტალური გეგმებიც კი არსებობს. ეს გეგმები გულმოდგინედ მზადდება და მუდმივ კორექტირებასაც განიცდის, ხანდახან ჩემი მონაწილეობითაც.

რუსეთთან პოტენციური ომი არ იქნება მსგავსი ერაყთან 2003 წლის ომისა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი სახელმწიფოს არმიები დაახლოებით ტოლი რიცხვოვნობისაა და ტექნოლოგიურადაც თითქმის ერთნაირადვე არიან განვითარებული, ერაყის არმიის დისციპლინა და გამოცდილება მაინც უფრო მაღლა იდგა ვიდრე რუსეთისა. იქ ლოთობა და ქურდობა მაინც არ იყო.

უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში სამხედრო საქმე სერიოზულად განვითარდა. თანამედროვე ომებს არ იგებენ ჯარისკაცები, ტანკები და თვითმფრინავები. წარმოგიდგენთ მოკავშირეების გარეშე დარჩენილი რუსეთის (ჩინეთი კონკურენტია და არა მოკავშირე) ომის მოკლე სცენარს ნატოს 28 ქვეყნის წინააღმდეგ. ესაა ომი 2%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) მსოფლიოს 50%-იან მშპ-სთან. რუსეთის $80 მილიარდიანი წლიური სამხედრო ბიუჯეტი NАТО-ს $800 მილიარდიანი ბიუჯეტის წინააღმდეგ. რეალურად შაშხანა ლაზერის წინააღმდეგ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პუტინი გაბედავს ბირთვულ დარტყმას (მე კი ვთვლი, რომ გაბედავს), იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბჭოური რაკეტების ნახევარი მაინც მოახერხებს და აფრინდება, აშშ შესანიშნავადაა დაცული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით. ერთადერთი რისკია საზღვართან ახლოს მდებარე რუსული წყალქვეშა ნავები. პენტაგონში კი მივიჩნევთ, რომ მათ გადაჭერასაც მშვიდად მოვასწრებთ. რუსეთზე საპასუხო ბირთვული შეტევა კი არ იქნება. ომის სწრაფად დამთავრების უფრო ჰუმანური გზებიც არსებობს.

თავიდან მოფრინდებიან უჩინარი ბომბდამშენები (B-2 STEALTH), დაიბომბება სამხედრო ობიექტები და ქარხნები. მერე მოფრინდებიან ახალი ელექტრო-მაგნიტური „CHAMP“ დრონები (მძლავრი მიკროტალღური იმპულსური გამოსხივების მქონე იარაღი), რომლებიც სამუდამოდ გამორთავენ დიდი ქალაქების მთელ ელექტრომოწყობილობებს. სულ ესაა. მოგესალმებით შუასაუკუნოვან რუსეთში.

პუტინის ხროვა ან ჩრდილოეთკორეა-ირან-სირია-ვენესუელაში მოქუსლავს ან ვირთხებივით ბუნკერში მიიმალება. რუსეთთან ომი NАТО-ს პირველი შეტევიდან 10-20 დღეში დამთავრდება. NАТО-ს ჯარისკაცს რუსეთის სრულ კაპიტულაციამდე ვერავინ ვერ დაინახავს. ერთადერთი რაც პენტაგონს აღელვებს - ვინ მოაწერს ხელს კაპიტულაციას?

ომის შემდეგ, NАТО დანიშნავს დროებით მმართველებად და ჩინოვნიკებად თავის ოფიცრებს (მათ შორის შეიძლება მეც კი). ხალხის ყველა ძველ მსახურს ვიხილავთ სასამართლოში ან მოუწევთ ლუსტრაცია. ჩვენი მმართველობისას აღარ იქნება კორუფცია.

ჩვენ დამარცხებული რუსეთის მოქალაქეებს დავეხმარებით საკვებით (მერამდენედ), მედიცინით, ინფრასტრუქტურით და ტექნოლოგიებით. გადავიყვანთ თქვენს ქვეყანას 21-ე საუკუნეში. მას მერე, რაც რუსეთის მოსახლეობის დეზომბირება მოხდება, ერთ-ორ წელიწადში, დავეხმარებით პატიოსანი არჩევნების ჩატარებაში.

რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური მთავრობის არჩევის შემდეგ, დაგიტოვებთ ათასამდე ჩინოვნიკს, რათა არ დავუშვათ მორიგი პუტინი ან სტალინი. ისინი დაგეხმარებიან სწორად განავითაროთ ინფრასტრუქტურა, არმია, პოლიცია, სახელმწიფო ინსტიტუციები.

როგორც კი თქვენ შეძლებთ საკუთარი ქვეყნის მართვას, ჩვენ დავტოვებთ თქვენს ქვეყანას და შემდგომში ვიქნებით მოკავშირეები და პარტნიორები.

გავაკეთებთ ისევე, როგორც გავაკეთეთ: იტალიაში, გერმანიაში, იაპონიაში, კორეაში, პანამაში, ავღანეთში. ერაყში და ლიბანში არ მოხერხდა. ამის შემდეგ მთელი მსოფლიო იქნება მშვიდობიანი და მდიდარი რუსეთის მეგობარი.
მდიდარი ქვეყანა კი გახდებით, როდესაც გამოისყიდით NАТО-სთან ომის წამოწყებას, იუკოსს, უკრაინას და МН17-ს - დაასრულა ჯიუბერგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42