"სახლობანას" ნაცვლად "გასწრობანა" - დანგრეული სახლი თბილისში, ხუთი ბავშვით...
საზოგადოება - 15:35, 25 Nov, 2019     2257
ჟურნალისტმა თემურ კვიციანმა თბილისში, ერთ დანგრეულ სახლში მცხოვრებ ხუთ ბავშვთან, მათ დედასთან და ბებია-ბაბუასთან ერთი დღე გაატარა.

ხუთი ბავშვიდან უფროსი - ანი 10 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი - ორის. ოთხ ძმას და ერთ დას, ამ ოთახში, ერთმანეთზე მიყუდებულ ხუთ საწოლზე სძინავს. აქვეა შეშის ღუმელი. ბავშვები ერთად მის სიახლოვეს ვერ თავსდებიან, ამიტომ, რიგრიგობით თბებიან.

ღუმელიდან მბჟუტავი ცეცხლის ალი თან ათბობს, თან სადილს ამზადებს, თან ანათებს - სახლში დენი არა აქვთ და მხოლოდ მეზობლისგან ნაწყალობევი ერთი ნათურა ებრძვის სიბნელეს. ოჯახს არც წყალი აქვს და არც ბუნებრივი აირი - მრავალშვილიანმა დედამ რამდენჯერმე მიმართა შესაბამის სამსახურებს, მაგრამ ამაოდ...

უკვე ხუთი წელია, მარტოხელა მრავალშვილიანი დედა ამ ქოხში შვილებთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. სახლი, სადაც ხუთ მცირეწლოვან პატარას უწევს ცხოვრება, თითქმის დანგრეულია. საძინებელი, შესაძლოა, ერთ დღეს ჩამოიშალოს, რადგან კედლები მყარი არ არის. ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებასაც დანგრევის პირას მყოფ სახლში ცხოვრების კვალი ატყვია - მათი თამაში არაა სახლობანა, ისინი ისინი დანგრეული სახლიდან გაქცევის იმიტაციას აკეთებენ და ასე თამაშობენ...

ანი ჯაშიაშვილი ამ ბავშვებს შორის ყველაზე უფროსია - ის ათი წლისაა და შეიძლება ითქვას, რომ დედის მარჯვენა ხელია. მისი ყველა დილა ერთმანეთს ჰგავს: ყოველ დილით ადრე ადგომა, საჭმლის მომზადებაში მოხმარება, ძმების მიხედვა... ხშირად საუზმეზეც უარს ამბობს, რათა ძმებს მეტი საკვები დარჩეთ, მაგრამ დედის კატეგორიულობის გამო საუზმობა მაინც უწევს ხოლმე. მერე სკოლისკენ მიმავალი გზაა... ბევრი თანატოლისგან განსხვავებით, ანი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რადგან სახლზე ფიქრი არ ასვენებს და გაკვეთილების მოსამზადებლად დროც არ რჩება.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც გონებაგხსნილობით გამოირჩევიან, ცუდ პირობებში ცხოვრება თავიანთ კვალს ამჩნევს. მისი თქმით, სახელმწიფო ამგვარ ბავშვებზე განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თბილისის მასშტაბით 70 000 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახია, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი ბავშვი ჰყავთ.

ჯაშიაშვილები ყოველთვიურად 250 ლარს იღებენ, ანუ, თითო ბავშვზე 50 ლარია გათვალისწინებული. მასობრივი უმუშევრობისა და ინფლაციის პერიოდში ამ შემოსავლით არსებობა ძალიან ძნელია. მით უმეტეს, ძნელია ბავშვებისა და უფროსების ნატვრის ასრულება - ოდესღაც დამწვარი სახლის ჩანაცვლება არა ნახევრად დანგრეული ქოხით, არამედ ნორმალური, თუნდაც პატარა, კოპწია სახლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42