15 ნოემბერს, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრის ოფიციალური გახნის ცერემონია გაიმართა. "მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში" წარმატებით დაინერგა Doctra-ს კლინიკის მართვის საინფორმაციო სისტემა.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ 20 წელზე მეტია მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკურ და სტაციონარულ მომსახურებას სვთავაზობს პაციენტებს. კლინიკის განვითარების სტრატეგია მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა - სამედიცინო აღჭურვილობის ყოველწლიური განახლება, კლინიკის მართვის პროგრამის მოდერნიზება და თანამედროვე მეთოდების დანერგვა.
სწრაფ განვითარებასა და გაფართოებასთან ერთად, ნათლად გამოჩნდა ციფრული უზრუნველყოფის დანერგვის აუცილებლობა და კლინიკის მენეჯმენტმა გადაწყვიტა ისეთი პარტნიორი კომპანიის მოძებნა, რომელიც მართვის მრავალპროფილური სისტემის ერთიან სივრცეში გააერთიანებდა როგორც სამედიცინო, ასევე ფინანსურ მოდულებს.
კლინიკის მართვის პროგრამის არქიტექტურა როგორც პირველადი ინტეგრაციისას, ასევე შემდგომი გამოყენების პროცესში მარტივად ერგება ახალ მოთხოვნებსა და გამოწვევებს, რაც თავის მხრივ ძალიან ხშირია ყოველდღიურობაში.
Doctra-ს კლინიკის მართვის პროგრამის თავდაპირველი ინტეგრაცია „მარდალეშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ახალ ფილიალში განხორციელდა და მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ პერსონალს არ ჰქონდა მსგავს სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, ინტეგრაციამ კარგად ჩაიარა.
Doctra-ს კლინიკის მართვის საინფორმაციო სისტემა „NGT Group“-ის საავტორო პროდუქტია. “NGT Group” გახლავთ მრავალპროფილური IT კომპანია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კლიენტებს მომსახურებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებათა სრულყოფილ სპექტრს სთავაზობს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს 25-ზე მეტ ლიდერ საერთაშორისო ბრენდს საქართველოში. 1000-ზე მეტი წარმატებული პროექტი და 300-მდე კმაყოფილი კომპანია, გახლავთ “NGT Group”-ის კომპეტენციის მყარი დასტური და გარანტია.
„Doctra-სთან თანამშრომლობისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ არამხოლოდ ჩვენ ვცდილობთ საკუთარი კომპანიის განვითარებას, არამედ დოქტრაც. ეს არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც ინოვაციური ხედვებითა და ამბიციური მიზნებით გვეხმარება, არ ჩამოვრჩეთ მოწინავე ტექნოლოგიებს.“ - აცხადებს კლინიკის დირექტორი გიორგი ლოლაძე.
მასალის გამოყენების პირობები






