ევროკომისიის თავმჯდომარემ - ხოსე მანუელ ბაროზომ ევროკავშირში ყველა ბალკანური ქვეყნის მიღებაზე გამოთქვა აზრი.
„თუ ბალკანეთის ქვეყნები შეასრულებენ პირობებს და კრიტერიუმებს, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ მათ მივიღებთ“, - განაცხადა ბაროზომ გერმანულ გაზეთთან Bild ინტერვიუში. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან ფაქტორად რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისათვის.
გარდა ამისა „ევროკავშირის კარი კვლავინდებურად ღია უნდა იყოს თურქეთისთვის“, - ამბობს ბაროზო. გაერთიანებაში მისაღებად ამ ქვეყანამ ყველა წინაპირობა უნდა შეასრულოს, აგრეთვე მის წევრობას კავშირის ყველა წევრი უნდა დაეთანხმოს, რაც „გარკვეულ დროს“ მოითხოვს, აღნიშნა ევროკომისიის მეთაურმა. თურქეთი „ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქვეყანაა“, ევროკავშირი ამ ქვეყანაში რეფორმების გატარებით დაინტერესებულია, - დასძინა ბაროზომ.
თურქეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით აღდგა მოლაპარაკებები, რაც სამ წელზე მეტია შეწყვეტილი იყო. უკვე 5 ნოემბერს, ევროკავშირისა და თურქეთის წარმომადგენლები რეგიონული განვითარების პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.მასალის გამოყენების პირობები






