ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი დაადანაშაულა ადამიანის უფლებათა დარღვევისთვისა და არადამიანური მოპყრობისთვის თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ. ამის შესახებ წერს DEUTCHE WELLE.
ერაყელი, პალესტინელი, სირიელი და სომალელი მოქალაქეები რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით არ შეუშვეს ქვეყნის ტერიტორიაზე და აიძულეს, რომ გაჩერებულიყვნენ შერემეტოვოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში 2015-დან 2017 წლამდე, სადაც ადამიანები რამდენიმე თვის განმავლობაში უიმედოდ ელოდებოდნენ თავშესაფრის სტატუსის მინიჭებას.
გამოცემის ინფორმაციით, მოქალაქეებმა 22 თვე გაატარეს აეროპორტში, სადაც იატაკზე გაშლილ მატრასებზე ეძინათ და არასათანადოდ იკვებებოდნენ- გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ მომარაგებული რაციონით იკვებებოდნენ.
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ზემოხსენებული მოქალაქეები მუდმივად იყვნენ გამომწყვდეულები სპეციალურად მოწყობილ ზონებში აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო სათანადო საშხაპე და სამზარეულოს მოწყობილობები- სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, დახმარების მაძიებელი ადამიანების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება ხორციელდებოდა აეროპორტის ადმინისტრაციის მხრიდან.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი ვალდებულია გადაუხადოს სირიელ და ერაყელ მოქალაქეებს 20 000 ევრო, სომალელს 26 000, ხოლო პალესტინელს კი 15 000 ევრო.

მასალის გამოყენების პირობები






