"ყოველდღიურად ვუყურებთ სხვადასხვა ქვეყნებში როგორ სასტიკად ეპყრობიან აქციებზე დემონსტრანტებს, საერთაშორისო ორგანიზაციები კი ჩუმად არიან"- ილჰამ ალიევი
მსოფლიო - 12:22, 22 Nov, 2019     1574

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაადანაშაულა საერთაშორისო ორგანიზაციები ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადამიანის უფლებების დაცვის შეფასების კუთხით. ამის შესახებ INTERFAX-ი ავრცელებს ინფორმაციას.

ხუთშაბათს, ალიევმა ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მოლდენ მარინოვთან უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ არც ერთ შემთხვევაში არ რეაგირებენ, როდესაც სხვა სახელმწიფოს მთავრობები მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობენ.

„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ სხვადასხვა ქვეყნებში, თუ რაოდენ სასტიკად ეპყრობიან დემონსტრანტებს-სცემენ, კლავენ, მათ წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლსა და ხელჯოხებს“,- აცხადებს ალიევი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მას აინტერესებს, თუ რატომ არიან ჩუმად საერთაშორისო ორგანიზაციები ზემოხსენებული შემთხვევების დროს, რადგან მათი ვალდებულება ადამიანების დაცვა უნდა იყოს, როდესაც მომიტინგეებს სასტიკად უსწორდებიან და არაადამიანურად შლიან აქციებს.

„აზერბაიჯანთან მიმართებაში, როდესაც რამე მცირედი ეპიზოდი ხდება, გარკვეული ქვეყნების ელჩები იწყებენ იმაზე საუბარს, რომ ამაში დამნაშავე ჩვენი მთავრობაა“,-განაცხადა ალიევმა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა და ძირს უთხრის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ სანდოობას.

„ვინმე რომ დაადანაშაულონ რაიმე საკითხში, მათ პირველ რიგში უნდა ჰქონდეს ამის მორალური უფლება. ჩვენ ბრალს გვდებენ ისინი, რომლებიც თვითონ არღვევენ ადამიანის უფლებებს და სისასტიკეს ავლენენ დემონსტრაციების დარბევისას“ ,- თქვა ალიევმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42