ვაშინგტონში „ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრში“ შეხვედრა გაიმართა, სადაც ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ნატოს გაფართოებასა და ინტერესებზე შავი ზღვის აუზის მიმართ.
ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თადარიგში გასულმა გენერალ-ლეიტენანტმა და ამერიკის არმიის ყოფილმა მეთაურმა ევროპაში, ბენ ჰოჯესმა საქართველოზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებში. მისი თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკვე ნატოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ოფიციალური წევრი იყოს.
„საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. მაგრამ სექტემბერში თბილისში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, განვიცდი იმას, რომ მთავრობისგან იგივე ენთუზიაზმი ვერ ვიგრძენი, როგორც მანამდე ვგრძნობდი. ჯარი ისეთივე პროფესიონალური და თავდადებულია, როგორც ყოველთვის, მაგრამ მართალი გითხრათ, მთავრობის წარმომადგენლებისგან დასავლური ინტეგრაციის მიმართ ენთუზიაზმი განელებულია,“ უთხრა გენერალმა ჰოჯესმა „ამერიკის ხმას“ ,- განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
მისი თქმით „ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს. თუ ანაკლია ისეთ პორტად აშენდა, როგორიც მას შეუძლია იყოს, მაშინ საქართველო ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური პორტალი გახდება. ევროპული კომპანიები საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ. ამით საქართველოს უსაფრთხოება ავტომატურად გაუმჯობესდება იმის გამო, რომ მისი დაცვით ყველა დაინტერესებული იქნება”
მასალის გამოყენების პირობები






