ევროპის სახალხო პარტია გამოთქვამს იმედგაცრუებას საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ცინიკური და მოღალატეობრივი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ მოქალაქეების მიმართ დაპირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რომელიც პროპორციული საარჩევნო ცვლილების ჩაგდებით გამოიხატა. ამის შესახებ წერია პარტიის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
EPP-ის განცხადებით, ყველა ქართული პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა, შეთანხმდა, რომ პროპორციული სისტემა არის უმნიშვნელოვანესი პლურალისტული პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, მაშინ როდესაც არსებული შერეული სისტემა სწორედ რომ არის გაკრიტიკებული მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ.
„ პასუხისმგებლობა მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ეკისრება მთლიანად მმართველ პარტიას. ჩვენ ვითხოვთ საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ თავი შეიკაონ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას“ ,- ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში.
„კომპრომისზე უარის შემთხვევაში, ქვეყანა აღმოჩნდება სახიფათო გზაზე, რაც გამოიწვევს მძიმე აღშფოთებას საქართველოს მეგობრებისთვის და მხოლოდ ის მიიღებს სარგებელს, რომელსაც სურს, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები შეაჩეროს“
მასალის გამოყენების პირობები






