ინტერნეტში ვრცელდება ემოციური ვიდეო, სადაც ასახულია სირიელი ობოლი ბავშვები, რომელთაც ჟურნალისტი ეკითხება, თუ რას ეტყოდნენ ისინი სამოქალაქო ომის შედეგად დაღუპულ მამებს. ცრემლმორეული მცირეწლოვნები იგონებენ თავიანთ მშობლებს და გამოთქვამენ სურვილს, დაუბრუნდნენ ისინი თავიან ოაჯახებს.
ერთ-ერთი ბავშვი რეპორტიორის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხობს: „ მშვიდობით იყავი მამა, როგორ ხარ? ძალიან მიყვარხარ“ .
„მე შენ აქ მჭირდები, დაბრუნდი სახლში და წაგვიყვანე ჩვენს სოფელში“
„ მინდა , რომ ჩემთან იყო და ერთად ვითამაშოთ და ერთად ვჭამოთ საჭმელი“.
„ძალიან მიყვარხარ და მენატრები“ ,- აცხადებენ ბავშვები, რომელთა მამებიც 8 წლიან სისხლისმღვრელ ომს შეეწირნენ.
სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება 2011 წელს დაიწყო სამთავრობო ძალებსა ოპოზიციის სამხედრო ფორმირებებს შორის, რომელიც დღემდე გრძელდება და ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. კონფლიქტის შედეგად 5 მილიონი ადამიანი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები






