ჩრდილოეთ საფრანგეთის ტყეში ორსული ქალი მოკლეს მონადირე ძაღლებმა. 29 წლის ქალი თავის ორ ძაღლს ასეირნებდა რა დროსაც მოხდა თავდასხმა. მისი ცხედარი ქალაქ ვილერს-კოტერეტსთან იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ესქპერტიზის ცნობით, იგი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ძაღლმა მრავლობითი მძიმე ჭრილობა მიაყენა კიდურებისა და თვის არეში.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 93 ძაღლზე ჩაატარეს ტესტირება, რომლებსაც შესაძლებელი იყო, რომ დაეკბინათ ფრანგი ქალი , თუმცა ამ დრომდე არ იდენტიფიცირებულან თავდასხმაში მონაწილე ცხოველები.
პროკურატურის ინფორმაციით, სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე გარდაცვლილმა ქმარს დაურეკა და შეატყობინა, რომ რამდენიმე ძაღლი ცდილობდა მასზე თავდასხმას. გარკვეული პერიოდის შემდეგ მამაკაცმა მეუღლის ცხედარი აღმოაჩინა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ პერიოდში, ტყეში ირმებზე ნადირობა მიმდინარეობს, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი მონადირე მეძებარი ძაღლებიც.
მასალის გამოყენების პირობები






