კანიე ვესტმა ჰიუსტონის ციხეში პატიმრების მხარდასაჭერად კონცერტი გამართა. გრემის მფლობელმა რეპერმა მომღერალმა და მის გუნდა შეასრულეს სიმღერები ალბომიდან „იესო არის მეფე“, რის შემდეგადაც მსჯავრდებულებმა ხელები მაღლა აღაპყრეს და მუხლმოდრეკილებმა ილოცეს. ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი.
რეპერის თქმით, მისი მოსვლის მიზეზი იყო მისია და არა შოუს გამართვა. თავდაპირველად კანიე უესტმა 200 მამაკაცი პატიმრისთვის შეასრულა სიმღერები, შემდეგ კი ქალებისთვის იმღერა.
ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მშვენიერი იქნება, თუ სხვა ცნობილი ადამიანებიც თუ მიმართავენ მსგავს ღონისძიებებს და გაახალისებენ პატიმრებს.
ებოტის თქმით, კანიე ვესტი რასაც აკეთებს, არის შთაგონების წყარო პატიმართათვის, რომლის წყალობითაც ადამიანები შესაძლოა გახდნენ უფრო მორწმუნეები და უფლის რწმენით შეძლებენ კარგად მოქცევას , რის შემდეგადაც დატოვებენ საპატიმროებს უფრო მალე. „აღნიშნულმა ღონისძიებებმა შესაძლოა პატიმრები მორალურად გარდაქმნას, რათა მათ მომავალში არ ჩაიდინოს დანაშაულები“.



მასალის გამოყენების პირობები






