თათარაობა და ჩურჩხელების ფესტივალი თბილისში
საზოგადოება - 12:15, 18 Nov, 2019     2615

პირველ დეკემბერს ორგანიზაცია "ხელი ხელს" თბილისში თათარაობასა და ჩურჩხელების ფესტივალს გამართავს. ღონისძიება რესტორან "ეზო"-ში ჩატარდება. თათარაობის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ექნებათ თავად მიიღონ მონაწილეობა კახური ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ჩურჩხელების ამოვლებაში. იქვე მოეწყობა ჩურჩხელების გამოფენა-გაყიდვა.

ამავე ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩურჩხელების საახალწლო მარაგი შეუკვეთონ. თათარაობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება "ხელი ხელს" ბენეფიციარების მიერ შექმნილი საახალწლო სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და სამკაულები. შეგროვილი თანხა შშმ პირებისთვის ახალი საოჯახო ტიპის სახლის გახსნას მოხმარდება.

"ორგანიზაციამ "ხელი ხელს", თბილისში უკვე 2 და გურჯაანში 3 საოჯახო ტიპის სახლი გახსნა, რომლებიც წლებია წარმატებით მუშაობს. ჩვენი ბენეფიციარები დიდი ზომის ინსტიტუციების ნაცვლად საოჯახო გარემოში ცხოვრობენ, მაქსიმალურად დამოუკიდებელ ცხოვრებას ეჩვევიან, არიან რეალიზებულები და უყვართ შრომა. სწორედ მათი თანამონაწილეობით დამზადებული პროდუქცია, სუვენირები და საახალწლო აქსესუარები გვექნება გამოფენაზე. თათარაობაზე ვეპატიჟებით ყველას, ვისაც აინტერსებს როგორ მზადდება ნამდვილი კახური ჩურჩხელა და ვისაც სურვილი ექნება, თავადაც შეძლებს ჩურჩხელის ამოვლებას ადგილზე. სულ მალე, რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი ახალი, უკვე მეექვსე სახლი შეგვემატება და კიდევ რამდენიმე ადამიანს ექნება შესაძლებლობა დამოუკიდებელ გარემოში იცხოვროს. სწორედ ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მხარი დაგვიჭიროს და ღონისძიებაზე მოსული სტუმრები, სასიამოვნო შენაძენთან ერთად, ჩვენს დიდ საქმეში თანამონაწილეობასაც მიიღებენ",- განაცხადა "ხელი ხელს" თბილისის საცხოვრისების სერვის მენეჯერმა იზა ლალიაშვილმა.

თათარაობა და ჩურჩხელების ფესტივალი რესტორან "ეზოში" 1 დეკემბერს 15:00 საათიდან დაიწყება.

სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელი ხელს“ 2011 წლიდან მუშაობს შეღუდული შესდაძლებლობის მქონე პირებთან. ორგანიზაცია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას საოჯახო საცხოვრისის სერვისით, მათ გაძლიერებას და დამოუკიდებლობის ხელშეწყობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42