ირანში მასობრივი პროტესტის ფონზე მთავრობის გადაწყვეტილებით გათიშეს ინტერნეტი და მობილური ქსელი. ინფორმაციას ავრცელებს Radio Liberty
საკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვთ მოქალაქეებს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე. მიტინგები დაიწყო 15 ნოემბერს ირანის რამდენიმე ქალაქში, რომლის მიზეზიც გახდა მომატებული ფასები ბენზინსა ( 13 ცენტით გაიზარდა ფასი საწვავზე) და საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვის დაწესება.
მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხოლოდ ამ მეთოდებით არის ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელი, რომელიც გამოწვეულია აშშ-ს სანქციებით. მედიის ინფორმაციით, პროტესტი გავრცელდა ირანის 40 ქალაქში.
ირანის საინფორმაციო სააგენტოები აცხადებენ, რომ დემონსტრანტები აგრეთვე სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებსაც. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებზეც ასახულია რადიკალური ჯგუფები, რომლებმაც რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური და ფინანსური ინსტიტუციების შენობა გადაწვეს. ზემოხსენებული მოვლენების პარალელურად მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებისა და შეტაკების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ირანის სატელევიზიო მაუწყებლის განცხადებით, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. დაპირისპირების შედეგად ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებ. აქტივისტები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 10-ზე მეტია.

მასალის გამოყენების პირობები






