"ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში შემართებით იყო და აქეთ გვამხნევებდა" - სოფელ ბერშუეთის მკვიდრი
საზოგადოება - 14:43, 17 Nov, 2019     2226
სოფელ ბერშუეთის მკვიდრი შოთა ბიძინაშვილი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ დროებითი დაკავების იზოლატორში ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იმყოფებოდა აცხადებს, რომ ექიმი შემართებით იყო და ყველას ამხნევებდა.

"ჩვენი დაჭერიდან მესამე დღეს მოიყვანეს ვაჟა გაფრინდაშვილი. ამბობდა, რომ წუხდა ჩვენი ბედით, გლეხების ბედით. ამბობდა, აქ არ იჭერენ პარლამენტარებს, აქ მარტო გლეხები ხვდებიანო, რომ იქნებ ისე გავაკეთო, წითელი ჯვარი მაინც შემოვიდეს ან სამჯერადი კვება იყოსო. ვამაყობ ამ კაცით. ყვებოდა, რომ სოფელ მონასტერში დააკავეს. არ ვიცით, სად მიდიოდა. ვითომ იქ ეკლესიაა და იქ მიდიოდა. ბევრი ოსი პაციენტი ჰყავდა. რაც დაიჭირეს იმ დღიდან დაკითხვაზე დაჰყავდათ და ეუბნებოდნენ, აღიარე ე.წ. საზღვრის დარღვევა და გაგიშვებთო. ექიმმა უთხრა, რომ არანაირ საზღვარს არ ვაღიარებ, ეს არის ჩემი სამშობლო, მე არ ვცნობ თქვენ საზღვრებსო და ამის გამო ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს წინა დღეს ოსმა გამომძიებელმა კიდევ ერთხელ გაიყვანა და უთხრა, მესმის, რომ სამშობლო გიყვარს, მაგრამ თუ გინდა გახვიდე, უნდა აღიარო, რომ საზღვარი დაარღვიე. ვაჟა გაფრინდაშვილმა უთხრა, რომ აზრის შეცვლას არ აპირებდა. განუცხადეს, თუ არ აღიარებ, ციხეში გადაგიყვანთო. ვაჟა გაფრინდაშვილმა კი უპასუხა, რომ არაფრის ეშინოდა. 12-ში ღამით გაიყვანეს და მას შემდეგ აღარ გვინახავს. შემართებით იყო, თავი არ დაუხრია და აქეთ ჩვენ გვამხნევებდა" – განაცხადა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულა შოთა ბიძინაშვილმა.

შეგახსენებთ, "მედიკლაბის" ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე იმყოფებოდა. კოდისწყაროში მცხოვრები ორი მწყემსი, ბერშუეთიდან გატაცებული ორი ადგილობრივი და გრემისხევში მცხოვრები ადგილობრივი ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკისრებული 2000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42