იტალიიის ტყეში გარეულმა ტახებმა 22 000 დოლარის ღირებულების კოკაინი გაყნოსეს, რომლის შემდეგაც პოლიციამ ნარკოდილერები დააკავა. ინფორმაციას MIRROR-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, კრიმინალებმა 2 კილო კოკაინი ტყეში გადამალეს სპეციალურად მოწყობილ ქილებში, რომლიდანაც ხდებოდა მათი გასაღება იტალიის ქალაქ არეცოსა და სიენას ღამის კლუბებში.
გარეულმა ტახებმა ტოსკანას რეგიონში ტყეში აღმოაჩინეს ქილები, რომლებიც საკვებად ჩათვალეს - ნარკოტიკული ფხვნილის უდიდესი ნაწილი შეჭამეს და გაყნოსეს. ცხოველთა ქმედების შედეგად , კოკაინის ნაწილი მიმოიფანტა მიმდებარე ტერიტორიაზე.
მომხდარი ფაქტის შესახებ კრიმინალებმა შეატყობინეს ერთმანეთს ტელეფონით - ალბანელმა მამაკაცმა იტალიელ მოქალაქეს სატელეფონო ზარში მოუყვა, რომ გარეულმა ტახებმა გაანადგურეს მათი კოკაინის საცავი. აღნიშნულ სატელეფონო საუბარს პარალელურად პოლიციაც უსმენდა, რის შემდეგადაც ნარკო დილერები დააკავეს. სამართალდამცავთა ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ყოველ წლიურად ადგილობრივ ღამის კლუბებში ყიდდნენ 24 კილო კოკაინს- თითოეულ გრამს 100 დოლარად.
მასალის გამოყენების პირობები






