პრაღაში 200 000 ადამიანი გამოვიდა აქციაზე ჩეხეთის პრემიერის, ანრეი ბაბისის მმართველობის წინააღმდეგ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ორგანიზატორების განცხადებით, მიტინგზე იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა ვიდრე ეს 1989 წელს მოხდა კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ.
აქციის ხელმძღვანელობის თქმით, 300 000 ადამიანი შეიკრიბა ოლიგარქის მმართველობის წინააღმდეგ ჩეხეთის დედაქალაქში.
დემონსტრანტები მოითხოვენ ანდრეი ბაბისის გადადგომას მასზე გავრცელებული ბრალდებების შემდეგ თაღლითობასთან დაკავშირებით. გაცხადებული ინფორმაციების თანახმად, პრემიერ-მინისტრი იყენებდა ევროკავშირის მიერ გაცემულ სუბსიდიებს პირადი მოხმარებისთვის და ბიზნეს კომპანიისთვის. დემონსტრაცია შაბათს შედგა ლეტნა პარკში, სადაც ისმოდა ხალხის შეძახილები „ჩვენ აქ ვართ“. ამჟამინდელი აქციის რამდენიმე სპიკერი 1989 წლის აქციის პერიოდშიც ყოფილი დისიდენტი და ანტიკომუნისტური დემონსტრაციების მთავარი მონაწილე იყო.
ანდრეი ბაბისი არის ჩეხეთის პრემიერი, რომელიც კომპანია „აგროფერტის’’ ( ჩეხური კონგლომერატი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს პრაღაში) დამაარსებელია. საორგანიზაციო საზოგადოებრივი ჯგუფი სახელად „ მილიონი მომენტი დემოკრატიული ასოციაციისთვის“ ითხოვს პრემიერი ბაბისის გადადგომას წლის ბოლომდე.
FORBES-ის ინფორმაციით, ანდრეი ბაბისის ქონება შეადგენს 3.6 მილიარდ $-ს.




მასალის გამოყენების პირობები






