"საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს იმაზე უკეთესს, ვიდრე დღეს მათ პარლამენტმა შესთავაზა" ,- კონგრესმენი კინზინგერი
მსოფლიო - 02:40, 15 Nov, 2019     3536

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ეხმაურება. იგი შეშფოთებას გამოთქვამს დაპირებული საკანონმდებლო ცვლილების ჩაგდების გამო ქართული ოცნების მხრიდან და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომავალში გამოსწორდება.

„ დილიდან შოკირებული ვარ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებისთვის დაპირებული საკანონმდებლო ცვლილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩააგდო. საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს კმაყოფილი ვიყავი იმ ფაქტით, რომ საკანონმდებლო რეფორმა გარდაუვალი ჩანდა. მთავრობამ მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვალდებულება აიღო საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის წინაშე. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია შესაძლებელია გამოსწორდეს და ეს ძალიან მალე მოხდება“ ,- განაცხადა კინზინგერმა.

ამერიკელი პოლიტიკოსის თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არ არის რუსეთი, რომელსაც რეპრესიული მმართველობა გააჩნია ქვეყნის შიგნით.

„ საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს იმაზე უკეთესს, ვიდრე დღეს მათ პარლამენტმა შესთავაზა“.

„მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რომ დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ქართველებს სურთ მთავრობა ხალხისთვის და ხალხის მიერ. მათ უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც იქნება დასავლურ ღირებულებებთან ახლოს მდგომი და ჩაითვლებიან ნატოს მოკავშირეებად. „საკონსტიტუციო კანონპროექტის“ ცვლილების ჩაგდება იქნება საჩუქარი პუტინისთვის, რომელიც გაანადგურებს საქართველოს პროგრესულ გზას, რათა მოიპოვს დამოუკიდებლობა და თავი დააღწიოს რუსულ პოლიტიკას“,- აღნიშნა თავის განცხადებაში ამერიკელმა კონგრესმენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42