თსუ-ში ხვალ საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ გაიმართება
საზოგადოება - 19:47, 14 Nov, 2019     1402

15 ნოემბერს, 09:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმთან (FREE Network) თანამშრომლობით, მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“.

კონფერენციის მიზანია, ერთ სივრცეში მოუყაროს თავი მკვლევრებს, პოლიტიკის შემქმნელებს, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და, ზოგადად, განვითარების თემით დაინტერესებულ საზოგადოებას, რათა განხილულ იქნას გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერების აღმოფხვრის გზები და სტრატეგიები, როგორ შეიძლება არსებული შეზღუდვების გადაჭრა. განხილვისას აქცენტი გაკეთდება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და განვითარებად ეკონომიკებზე.

კონფერენციას გახსნიან და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია. კონფერენციაზე ძირითადი მომხსენებლები იქნებიან კარენ გროუნი (ვაშინგტონი) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევებისა და მონაცემების მიმართულების დირექტორი შაჰრა რაზავი (ნიუ-იორკი).

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა პანელურ დისკუსიას, რომლის მთავარი თემაც იქნება „ქალთა გაძლიერება: სამხრეთ კავკასიის პერსპექტივა“. პანელურ განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ერიკა კვაპილოვა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, მარინა თაბუკაშვილი, ფონდი ტასოს გენერალური დირექტორი, მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და სებასტიან მოლინუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

კონფერენცია ორგანიზებულია გენდერის ეკონომიკის კვლევების ფორუმის (FROGEE) ინიციატივის ფარგლებში, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერითა და სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტის (SITE) კოორდინირებით ტარდება.

მისამართი: მერაბ კოსტავას ქ. #14, სასტუმრო რუმსი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42