ისრაელმა დაასრულა გამოძიება ებრაელი პოლიციელის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედებოდა ძალის გადამეტება და შეუიარაღებელი პალესტინელი სამოქალაქო პირის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. ამის შესახებ წერს GUARDIAN-ი.
1 წლის წინ მედიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ცდილობს პალესტინელი მამაკაცი ისრაელში შესვლას , რაზეც სამართალდამცავი უარს ეუბნება და მოუწოდებს უკან გაბრუნდეს. კადრებზე ასახულია, რომ მოქალაქე ემორჩილება ებრაელი პოლიციელის მოთხოვნას და უკან ბრუნდება, თუმცა მისი გასვლიდან 20 წამის შემდეგ ოფიცერი ზურგში ესვრის ტყვიას.
ებრაელი სამართალდამცავების ინფორმაციით, მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს ის პოლიციელები, რომლებიც ასრულებდნენ საკუთარ უფლებამოვალეობებს და მონაწილენი იყვნენ ამ ინციდენტში. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ მესაზღვრეები დააბრუნეს ისრაელის არმიაში.
ისრაელის იუსტიციის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის გაახმაურებს იგი თავის გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.
მასალის გამოყენების პირობები






