თსუ-ში ხვალ მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi გაიმართება
საზოგადოება - 17:02, 13 Nov, 2019     907

14 ნოემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2019 გაიხსნება. მესამე საერთაშორისო ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემებთან მუშაობას ეხება და მიზნად ისახავს შთაგონებას, ცოდნის გადაცემას, ახალი ხალხის გაცნობასა და კოლაბორაციას.

ღონისძიება აერთიანებს ნიჭიერ და აქტიურ მონაწილეებს: ჟურნალისტებს, სოციოლოგებს, ბიზნესისა და მარკეტინგის წარმომადგენლებს, სხვადასხვა სექტორის აქტივისტებს, რომლებიც მუშაობენ მონაცემებზე. ორი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, მესამე და ყველაზე მასშტაბური გამოშვებით ბრუნდება.

წელს, ღონისძიების მასშტაბი მონაწილეთა რაოდენობის გამო გაორმაგდა. DataFest-ს ტექნიკური თუ არატექნიკური კომპეტენციის მქონე 1000-მდე მონაწილე დაესწრება მსოფლიოს 24 ქვეყნიდან (4 კონტინენტიდან). ფესტივალზე 80-მდე ვარსკვლავური სპიკერი და ტრენერი წარმოაჩენს საკუთარ ორგანიზაციას (Google, Facebook, Amazon და სხვა). 2019 წლის დატაფესტის ძირითადი თემებია: ამბის თხრობა მონაცემებით, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი, მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech), მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის, მონაცემები და კიბერუსაფრთხოება, ღია მონაცემები და მონაცემებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება, მონაცემები ადამიანის უფლებებისთვის, მონაცემთა სტარტაპები, მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, მონაცემები მედიცინასა და ჯანდაცვაში, მონაცემები გონიერი ქალაქებისთვის (Smart cities).

ფესტივალი სამივე დღეს თსუ-ში გაიმართება და 16 ნოემბერს დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42