კლიმატური ცვლილება გამოიწვევს ყინულის დნობასა და არქტიკის ბინადარი ცხოველების საცხოვრებლების განადგურებას. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
არქტიკული ზღვის ყინულის საფარის დნობამ შექმნა ახალი გზები და ლოკაციები, რომლის წყალობითაც მოხდა არქტიკულ და სუბ-არქტიკულ ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთდაახლოება და მათი გავრცელების არეალების ერთმანეთში შერწყმა- ამ ყოველივემ კი ძუძუმწოვრებში მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში.
15 წლის განმავლობაში, მკვლევარებმა დაადგინეს ორი ახალი არხი, რომლებიც აკავშირებენ წყნარ ოკეანესა და ატლანტის ოკეანეს რუსეთსა და ალასკას შორის. მათი განცხადებით, ცხოველები, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე, ქმნიან რეზერვუარებსა და ხელსაყრელ ზონებს ახალი სასიკვდილო პათოგენური ვირუსების გავრცელებისთვის.
ვირუსი, რომელსაც სახელად შეარქვეს PDV, პირველად იქნა დაფიქსირებული ევროპულ ნავსადგურებში ზღვის ლომების სხეულებზე, რომლებიც ათასობით იქნა დახოცილი 1988 და 2002 წლებში.
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები 2500 ზღვის ლომზე, რომლებიც ბინადრობენ ჩრდილოეთის ზღვაში ალასკისა და რუსეთის ტერიტორიებზე. დადგინდა, რომ ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2003 და 2009 წლებში დაფიქსირდა. მკვლევართა თქმით, ყინული არის მნიშვნელოვანი არქტიკაში მაცხოვრებელი ძუძუმწოვრებისთვის. ისინი სწორედ აღნიშნულ ტერიტორიებზე მრავლდებიან, ცხოვრობენ და იბადებიან. როდესაც წყლის ტემპერატურა თბება, ცხოველები საკვების საძებნად ჩადიან ოკეანის სიღრმეში, რა დროსაც ისინი ძალზე ბევრს მოგზაურობენ და ავრცელებენ პათოფენურ ვირუსს ჩრდილოეთის ზღვის ტერიტორიებზე.
მეცნიერებმა PDV შეადარეს ისეთ დაავადებას, როგორიც ადამიანებში არის წითელა- ორივე ძალზე გადამდებია და ვრცელდება ცხოველებს ან ადამიანებს შორის კონტაქტის შემდეგ.

მასალის გამოყენების პირობები






