ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კამპუსი ბრძოლის ველად გადაიქცა, სადაც ერთმანეთს პოლიციელები და დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა კამპუსის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, სტუდენტებმა აღმართეს ხელოვნური ბარიერები, ალმოდებული ბენზინის კანისტრები და ჯაჭვები, რომლითაც უზღუდავდნენ სამართალდამცველებს გადაადგილებას. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პოლიციელებმა მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი ყუმბარები. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს აგრეთვე, თუ როგორ ესვრიან დემონსტრანტები არბალეტებიდან ისრებს პოლიციელთა გამაგრებულ პოზიციებს.
მომიტინგეები გუშინ აქციის მონაწილისთვის პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტს აპროტესტებდნენ. მიუხედავად ოპერაციისა, დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ასევე უმძიმესია იმ მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც ერთ-ერთმა დემონსტრანმა ცეცხლი წაუკიდა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ დაშავებული ჰონგ-კონგში ჩინეთის სამთავრობო ძალების პოლიტიკის მხარდამჭერი აქტივისტია.
მასალის გამოყენების პირობები






