ავსტრალიელ მამაკაცს ზღაზე თევზაობისას თავს ნიანგი დაესხა, თუმცა დაზიანებების მიუხედავად მაინც მოახერხა თავის დაღწევა ქვეწარმავლის კლანჭებისგან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
53 წლის კრეიგ დიკმენი მარტო თევზაობდა კეიპ-იორკის სანაპიროზე, ქუინსლენდში , რა დროსაც 2,5 მეტრიანი ალიგატორი თავს დაესხა მას. ნიანგმა სცადა მამაკაცის ჩათრევა წყალში მას შემდეგ, რაც მის ფეხებსა და ხელებს ჩაებღაუჭა- მთელი ძალით ცდილობდა მეთევზის ჩათრევას. დაპირისპირების მომენტში დიკმანმა ნიანგს თვალში მუშტი ჩაარტყა- გამოწვეულმა ტკივილმა ქვეწარმავალს აიძულა შეეწყვიტა თავდასხმა და წყალში გაუჩინარდა.
დიკმანი მძიმე დაზიანებებით- დაგლეჯილი მყესით, მძიმე ჭრილობებით ფეხისა და ხელის არეში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა- მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

მასალის გამოყენების პირობები






