ბოლივიის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა , ჯენინ ანიესმა საკუთარი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა ისე, რომ ამ საკითხზე საკანნმდებლო ორგანოში კენჭისყრა არ შემდგარა. ამის შესახებ წერს CNN-ი.
ყოფილი პრეზიდენტის პარტიის მხარდამჭერმა დეპუტატებმა სესიას გამოუცხადეს ბოიკოტი, რის გამოც ანიესის ოფიციალური წარდგენა არ შედგა.
სენატორი აცხადებს, რომ კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის დოებითი მმართველი სწორედ ის უნდა გახდეს. მორალესმა ჯენინის განცხადება დაგმო და მას სახელმწიფო გადატრიალებასა და სამხედრო ამბოხის მოწყობაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი, ევო მორალესი გაყალბებული არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციებისა ფონზე და შეიარაღებული ძალების მოწოდების გამო დატოვებული თანამდებობიდან გადადგა და მექსიკაში გაიქცა პოლიტიკური თავშესაფარის მისაღებად.
მასალის გამოყენების პირობები






