სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, სირიას წაართვას მდინარე ევფრატის აღმოსავლეთის მდებარე ტერიტორია და შექმნას იქ ე.წ „კვაზისახელმწიფო“. ინფორმაციას აქვეყნებს RIA NOVOSTI.
„სპარსეთის ყურის ქვეყნებს სურთ სირიაში თანხების ინვესტირება, რათა შექმნან ადგილობრივ, ე.წ დემოკრატიული ძალების, ქურთი მებრძოლების ბაზაზე შექმნან სახალხო თავდაცვის რაზმები, რომლებიც გააკონტროლებენ ტერიტორიებს.
ამ ფორმით მათ სურთ, ეს ტერიტორია გამიჯნონ სირიის ცენტრალური ხელისუფლებისგან და თვითონ გააკონტროლონ“ ,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსი დიპლომატის თქმით, შეერთებულ შტატეი უკრძალავს მოკავშირე სახელმწიფოებს ჩადონ ფინანსები სირიის ეკონომიკის ასაღორძინებლად.
„აშშ-ს განზრახვა, გაძარცვოს სირია და თავის კონტროლქვეშ მოაქციოს ნავთობის საბადოები არ მოუტანს რეგიონს წესრიგსა და მშვიდობას".
მასალის გამოყენების პირობები






