ახალგაზრდები, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას, რისკ ჯგუფთა იმ ნაწილს განეკუთვნებიან, რომლებსაც გულის პრობლემები გააჩნიათ. ინფორმაციას აქვეყნებს CNN-ი.
აღნიშნული კვლევა გამოაქვეყნა ამერიკის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ასოციაციამ. მკვლევართა აზრით, ის ახალგაზრდები, რომლებიც ხშირად ეწევიან კანაბისს, ინსულტის საშიშროების ქვეშ იმყოფებიან.
კვლევის თანახმად, მარიხუანის მომხმარებელთა 52 %-ს აღენიშნება არითმია, გაძლიერებული გულისცემა და ტკივილი გულის არეში. პულსის რიტმის პრობლემები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ელექტრული იმპულსები, რომლებიც უზრუნველყოფენ გულის სწორ ფუნქციონირებას არათანმიმდევრულად და არაპროპორციულად მოქმედებენ. ზემოხსენებულმა პრობლემამ ცალკეულ შემთხვევაში გულის დაავადებასთან ერთად შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
მკვლევარების მიერ წარდგენილი დასკვნების თანახმად, ადამიანები, რომლებიც თვეში 10-ჯერ ან მეტჯერ მოიხმარენ მარიხუანას, მათთვის ინსულტის რისკი 2.5 ჯერ მეტია განსხვავებით მათგან, რომლებიც არ ეწევიან კანაფს.
მასალის გამოყენების პირობები






