"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის გენადი ონიშენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ვიცე-პრემიერმა ანა პოპოვამ დღეს გაავრცელა, იუწყება ააგენტო http://ria.ru.
თუმცა, „ონიშენკოს გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გაცემულა, გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა ის უწყების ხელმძღვანელად, თუ ამ პოსტს სხვა დაიკავებს, - რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინიტრის დიმიტრი მედვედევის კომპეტენციაში შედის“, - ამბობს რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის პრეს-მდივანი ნატალია ტიმაკოვა.
„ონიშენკოს დათხოვნის შესახებ ბრძანებაზე ხელი არ მოწერილა. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს“, - დასძინა ტიმაკოვამ.
თავად ონიშენკომ ვიცე-პრემიერის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა: „უცნაური პერსონაჟია, ამ განცხადების გამკეთებელი, არ მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს“.
მასალის გამოყენების პირობები






