ბანგლადეშელი მოახლე ინტერნეტში განთავსებულ ვიდეომიმართვაში დახმარებას ითხოვს.იგი საუდის არაბეთში იმყოფება და აცხადებს, რომ არაბი დამსაქმებლების მხრიდან მუდმივად განიცდის ძალადობას- მას აშიმშილებენ და პერმანენტულად სცემენ. 25 წლის სუმი აკტერის თქმით, არაბმა დამქირავებლებმა მას არაერთხელ დაასხეს ადუღებული წყალი მხარზე. ინფორმაციას ავრცელებს middleeasteye-ი.
„მე ალბათ მეტს ვერ ვიცოცხლებ. გთხოვთ მიშველეთ. მათ ოთახში ვყავარ გამოკეტილი უკვე 15 დღეა და საჭმელსაც არ მაძლევენ. ისინი მირტყამენ და მხრებს მიშანთავენ ადუღბული წყლით“ ,- აცხადებს დაზარალებული ვიდეომიმართვაში და აჩვენებს ნაიარევებს სხეულზე. დაზარალებული აცხადებს, რომ იგი მუდმივად გადაჰყავდათ ერთი სახლიდან მეორეში, სადაც გამუდმებით აწამებდნენ. მისი თქმით, მასზე სექსუალურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი დამსაქმებელთა მხრიდან.
აკტერის ქმარმა, ნურულ ისლამმა პრესას განუცხადა, რომ იგი ვერ ახერხებს მისი ცოლის უკან დაბრუნებას. ადგილობრივი მედიის თანახმად, აკტერი ამ დრომდე იმყოფება საუდის არაბეთის მოქალაქის სახლში.მას შემდეგ რაც ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა, გოგონას ტელეფონი ჩამოართვეს.
მასალის გამოყენების პირობები






