დაკავებულის ბინის ჩხრეკის დროს პოლიციამ გოგონას უთავო სხეული იპოვა, ხოლო მოგვიანებით მდინარეში სამართალდამცავებმა გოგონას ფეხებიც იპოვეს.
მკვლელობის მეორე დღეს სოკოლოვს სახლში სტუმრები ჰყავდა, რომლებმაც ვერაფერი უჩვეულო ვერ შენიშნეს, თუმცა გოგონას გვამი ერტერთ ოტახში იყო დამალული.
როგორც გაირკვა მოკლული პოლიციის მაღალჩინოსნის ვიცეპოლკოვნიკ გალინა ეშჩენკოს ქალიშვილი და რუსეთის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარის ძმაა.გავრცელებული ინფორმაციით, ანასტასია სოკოლოვის საყვარელი იყო, რის გამოც მან ცოლი და ორი ქალიშჭვილი მიატოვა. დოცენტის და ასპირანტის ურთიერთობის შესახებ უნივერსიტეტში კარგად იცოდნენ, თუმცა, ანასტასია ამის შესახებ თავის ნათესავებს არაფერს ეუბნებოდა. გამოძიება მკვლელობის მიზეზად სოკოლოვის ქალიშვილებთან ანასტასიას კონფლიქტს ასახელებს.
სოკოლოვი ამჟამად დაკავებულია და შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. უნივერსიტეტში სწავლების პარალელურად იგი ხშირად ისტორიული მოვლენების სადემონსტრაციო სანახაობებს დგამდა, სადაც თავადვე ასრულებდა ნაპოლეონის როლს.

მასალის გამოყენების პირობები






