ბოლივიაში არ ცხრება პროტესტები პრეზიდენტ ევო მორალესის ახალი ვადით არჩევის გამო. შაბათს, მომიტინგეებმა ეროვნული ტელერადიო კომპანიის ოფისები დაიკავეს და თანამშრომლებს შენობების დატოვება მოსთხოვეს.
რამდენიმე ხნის წინ ოპოზიციის მხარეს გადავიდა რამდენიმე ქალაქის პოლიცია. მორალესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აქციების მონაწილეები სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა. მან საპარლამენტო ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა, რაც მისი აზრით ვითარების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.
ამ მოწოდების საპასუხოდ, ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა კარლოს მესამ, რომელმაც არჩევნებში მეორე ადგილი დაკავა, განაცხადა, რომ უარს ამბობს მოლაპარაკებებზე და ერთადერთ გამოსავლად ახალი არჩევნების ჩატარება მიაჩნია.
ამის პარალელურად, ბოლივიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ არმია არ ჩაერევა პოლიტიკაში და არ მიიღებს მონაწილეობას საპროტესტო აქციების დაშლაში.
მასალის გამოყენების პირობები






